თეგებით ძიება

ყველასთვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ მარტვილის “სალხინოს” უხუცესი ფეხბურთელი ციმა ნაჭყებია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოცილურ ქსელში ვრცელდება.

“მარტვილის საფეხბურთო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მარტვილის ,,სალხინოს” უხუცესი ფეხბურთელის ციმა ნაჭყებიას გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

ბატონი ციმა ნაჭყებია იყო იმ პირველი თაობის ფეხბურთელების წარმომადგენელი, რომლებმაც 1955 წელს საფუძველი ჩაუყარეს მარტვილში პირველი საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბებას.

ის იყო 93 წლის უხუცესი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც მისთვის ჩვეული ენერგიით გვამხნევებდა და ყოველთვის მხარში გვედგა საფეხბურთო საქმიანობაში”, - წერიან განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა