თეგებით ძიება

რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს - ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტეს განცხადებით, რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს. 

ნიინისტეს განცხადებით, მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება იწვევს ემოციას არა მხოლოდ ფინეთში, არამედ მთელ ევროპაში. 

„რუსეთში პროპაგანდისტული ომია, რუსეთი მიზნად ისახავს დასავლეთში დაბნეულობის შექმნას. მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ემოციებს არა მხოლოდ ფინეთში, არამედ ევროპაშიც იწვევს. ეს შეიძლება უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული იყოს“, - აცხადებს ნიინისტე. 

ინფორმაციისთვის, 30 ნოემბრიდან ფინეთის საზღვარი რუსეთთან სულ მცირე ორი კვირით მთლიანად იკეტება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა