თეგებით ძიება

ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ახალქალაქის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრებიც უერთდებიან.

ისინი აცხადებენ, რომ ახალ მენეჯმენტთან "გადაულახავი პრობლემები" შეექმნათ, ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა კი პარტიის "არნახული დასუსტება" გამოიწვია.

"ჩვენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით გასულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარტიის ახალ მენეჯმენტთან შეგვექმნა გადაულახავი პრობლემები, რაც უკავშირდება პოლიტსაბჭოს დაშლის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური არჩევნების ჩატარებას.

ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა ჩვენი მოძრაობიდან.

ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს პარტიის თავმჯდომარე, რათა დისკუსია ერთობაზე და პარტიის მებრძოლი წევრების რეინტეგრაცია გახდეს შესაძლებელი," - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა