ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 15 000-ს აჭარბებს
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 15 000-ს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 15 027-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40 000-ზე მეტია, მათგან 70%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საჰაერო იერიშების შედეგად 130 ჯანდაცვის დაწესებულება დაზიანდა და 20 საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს.