რატომ შეუჩერეს ბელარუსს საერთაშორისო "წითელი ჯვრის" წევრობა ?
მიზეზი არის წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნის შეუსრულებლობა. ორგანიზაციამ ადგილობრივი ოფისის გენერალური მდივნის, დმიტრი შევცოვის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა ბირთვულ იარაღთან და უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, ასევე ოკუპირებულ დონბასში ვიზიტების გამო. შევცოვი მხარს უჭერდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება "წითელი ჯვრისა" და "წითელი ნახევარმთვარის"საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო.