თეგებით ძიება
02. 12. 2023 News-ები

გვსურს, საქართველო EU-ში გაწევრიანდეს - გერმანიის ელჩი

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. საქართველომ შეიტანა განაცხადი. კანცლერმა, შოლცმა თქვა, რომ ჩვენ დიდი ოჯახის, დიდი თავისუფლების მხარდამჭერები ვართ. რაც უფრო მეტი წევრი შემოგვიერთდება, მით უფრო გავაკონტროლებთ დამცავ მექანიზმებს. ყველა სხვა, ვინც თავისუფლების წინააღმდეგ არის, მათ შეიძლება, ნეგატიური გავლენა მოახდინონ ჩვენზე. ეს არის ბიძგი, რომელიც გვინდა, ამჟამად განვახორციელოთ.

საქართველომ მიიღო პერსპექტივა გასულ წელს. იყო ნათქვამი, რომ ჩვენ გვსურს, თქვენ გახდეთ ევროკავშირის ნაწილი. ამჟამად კომისიამ განახორციელა რეკომენდაცია, რომ 14-15 დეკემბერს სამიტის ლიდერებმა დადებითი პასუხი გასცენ ამ მოთხოვნას. დაველოდოთ ლიდერების შეხვედრას, მაგრამ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, რომ პასუხი დადებითი იქნება. 

თუ ევროკავშირის წევრობა სურს ქვეყანას, უნდა მოახდინოს ჰარმონიზაცია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ასევე, ძალიან სერიოზული საკითხია, თუ ქვეყანას ასეთი სურვილი აქვს, ყოველგვარ ეჭვგარეშე, იგი მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს. აქ შედის საგარეო ურთიერთობები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საარჩევნო პროცესი, თავისუფალი მედია, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, უმცირესობების დაცვა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. საქართველო ჯერ წევრი არ არის ევროკავშირის, საქართველოს გააჩნია განსაკუთრებული გარემოებები, ეს არის მცირე ქვეყანა, ძალიან დიდი აგრესიული ქვეყნის მეზობლად. ორი რეგიონი ოკუპირებულია. არის რისკები, მოწყვლადი მომენტები, რომელსაც საქართველომ უნდა მიხედოს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ. 

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა