პირებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ, დეპორტაცია ემუქრებათ - ესტონეთის პრემიერი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ეძებს საშუალებებს, როგორ განახორციელოს იმ ადამიანების დეპორტაცია, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ. ამის შესახებ ესტონური გამოცემა Postimees-ი წერს.
„ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ესტონეთში, გადაწყვეტს რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს, მაშინ, როდესაც რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ის მზად არის რუსეთის არმიაში შევიდეს და მონაწილეობა მიიღოს უკრაინაზე თავდასხმაში. ეს უკვე ესტონეთის უსაფრთხოებას ემუქრება და ძალიან მკაფიო სიგნალია, რაზეც ესტონეთს თვალის დახუჭვა არ შეუძლია“, - აღნიშნა კაია კალასმა.