თეგებით ძიება
02. 12. 2023 მსოფლიო

ისრაელსა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკებები ზავის გაგრძელების შესახებ ჩიხში შევიდა

ისრაელმა კატარიდან თავისი წარმომადგენლები გამოიწვია, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დროებითი ზავის შესახებ "ჩიხში შევიდა." ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

ცნობილია, რომ მომლაპარაკებლები მოსადის სადაზვერვო სააგენტოს წევრებს წარმოადგენდნენ, ხოლო მათი უკან გამოწვევის გადაწყვეტილება მისმა მეთაურმა, დევიდ ბარნეამ მიიღო.

"ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ არ შეასრულა შეთანხმების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულება, რაც იმ ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებას გულისხმობდა, რომელთა სიაც ჰამასს გადაეგზავნა", - ნათქვამია განცხადებაში.

დროებითი სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის უცხოური შუამავლობის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის დროსაც მოხერხდა ორივე მხრიდან დაკავებულთა გაცვლა და ასევე სექტორის ჰუმანიტარული დახმარება.

ზავი 24 ნოემბერს ამოქმედდა და მცდელობის მიუხედავად, ბრძოლა პარასკევს 1 დეკემბერს განახლდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა