თეგებით ძიება
02. 12. 2023 მსოფლიო

Tesla-მ ელექტროპიკაპ Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო

კომპანია Tesla-მ ელექტროპიკაპ Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.

ელექტრომობილის ღირებულება 60 990 დოლარიდან იწყება, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს, როდესაც Cybertruck-ის პრეზენტაცია გაიმართა, კომპანიაში აცხადებდნენ, რომ პიკაპის ფასი დაახლოებით 40 000 დოლარი იქნებოდა.

Cybertruck-ის წარმოების დაწყება 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ეს ვადები ორი წლით გადაიდო.

მანამდე Tesla-ში აცხადებდნენ, რომ Cybertruck-ზე მიღებული წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ელექტრომობილს ტეხასში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში უშვებენ. ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 250 000 ელექტროპიკაპს შეადგენს, თუმცა ამ მაჩვენებლებზე გასვლას Tesla 2025 წელს აპირებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა