თეგებით ძიება
02. 12. 2023 News-ები

ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო კვლავ ლიდერის პოზიციაზეა - ირაკლი ბერაია

ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის საქართველოს წარმატების და სანდოობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი და საზომი, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ქმედუნარიანობის უტყუარი შეფასება, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მოწინავე პოზიციაზე ყოფნას განაპირობებს არაერთი კონკრეტული მაჩვენებელი.

მისივე განცხადებით, ის, რომ საქართველო კვლავაც მოხსენიებულია როგორც აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ სფეროში, არაა გასაკვირი. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს, ურთიერთ ნდობას და ურთიერთ მხარდაჭერას ეფუძნება.

„ქვეყნის მოწინავე პოზიციაზე ყოფნას განაპირობებს ისეთი კონკრეტული მაჩვენებლები, როგორებიცაა: ტერორისტული ინციდენტების და მოქალაქეთა ტერორისტული მიზნებით გამგზავრების ფაქტების არარსებობა; კონკრეტული შეკვეთილი მკვლელობების პრევენცია; საფრთხის შემცველი პირების დაკავება; გამართული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, მათ შორის ეროვნული კონტრ-ტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; უწყებათშორისი კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა; სასაზღვრო, საავიაციო და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში გადადგმული ნაბიჯები. ანგარიშში ტრადიციულად, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უსაფრთხოების სამსახურის ტერორიზმთან ბროლაში წამყვანი და მაკოორდინირებელი როლის და უწყების მაღალი ეფექტიანობის ხაზგასმას. მნიშვნელოვანი ყურადღებაა გამახვილებული სასაზღვრო პოლიციის და მისი დანაყოფის - სანაპირო დაცვის პროდუქტიულ საქმიანობაზე.

ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს პოზიციონირება არის იმის შედეგი, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ თვალი და ყური ყველგან, საიდანაც საფრთხე ემუქრება ან შესაძლოა დაემუქროს ჩვენს მოქალაქეებს და სახელმწიფოს. ხდება საფრთხეებზე მათი ფორმირების პროცესში გავლენის მოხდენა, მათი წარმოშობის ფაზაშივე აღკვეთა, ჩახშობა. ანალიტიკური სამსახურები აკეთებენ სწორ ანალიზს, რის საფუძველზე ხდება პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა და შედეგის მომტანი კონკრეტული პრაქტიკული ზომების ან/და კონტრზომების დაგეგმვა და განხორციელება.

ის, რომ საქართველო კვლავაც მოხსენიებულია როგორც აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ სფეროში, არც არის გასაკვირი. ჩვენს ქვეყანას და მისი უსაფრთხოების სისტემას ყოველთვის გამოარჩევდა პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს, ურთიერთ ნდობას და ურთიერთ მხარდაჭერას ეფუძნება.

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგად იგრძნობა, რომ საქართველო და მისი მოქალაქეები დაცული არიან ტერორისტული საფრთხეებისგან და საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევით და საქართველოსთან თანამშრომლობით ჩვენი პარტნიორებიც თავს გრძნობენ უფრო უსაფრთხოდ და დაცულად“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა