დიდთოვლობამ ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში გადაადგილების პრობლემები შექმნა
დიდთოვლობამ ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში გადაადგილების პრობლემები შექმნა. ამინდის გაუარესების გამო მიუნხენში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია. აეროპორტის განცხადებით, ფრენები კირას, დილის 6 საათამდე არ აღდგება. ასევე შეჩერებული მატარებლის მოძრაობაც.
გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ "ბაიერნისა" და "უნიონ ბერლინის" საფეხბურთო მატჩი, რომელიც მიუნხენში შაბათს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.