თეგებით ძიება

„ახალი ავტობუსები ვერ განტვირთავს ქალაქს. მეტროს ფასი არაფერია!“ - რას წერენ სოციალურ ქსელში?

თბილისის საგზაო საცობების პრობლემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. კვლევის შედეგებს თუ ვენდობით, რიგითი თბილისელი წელიწადში 10 დღეს საცობში ატარებს. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ. 

„რა კარგი იქნებოდა მესამე(მწვანე) ხაზი რომ დაემატოს თბილისის მეტროს,,,ნეტა მოვესწრები?

აი ფინანსები საით უნდა მიემართოს! ახალი ავტობუსები ვერ განტვირთავს ქალაქს. მეტროს ფასი არაფერია!“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი გორდელაძე. 

„მეტრომშენში გვირაბებია მეტროსი გაყვანილი და დაკონსერვებული. მაგას ვერ აკეთებენ და სადაც გვირაბიც გასაყვანი აქვთ, იქ ხომ საერთოდ! მეტრო სამგორთან საბაგიროს შენობაც დგას და საბაგიროც ,,კონწიალობს", მაგრამ ვინ არის მომკითხავი“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი კომენტარში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა