„იმედია, ამაზე ნებართვა არ გაგიციათ“ - მესტიაში სვანურ კოშკს სახი დააშენეს
მესტიაში სვანურ კოშკს მოქალაქემ სახლი დააშენა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„არ ვიცი ვისი სახლია მესტიაშია…
მესტიის არქიტექტურის სამსახური???? იმედია ამაზე ნებართვა არ გაგიციათ.
p.s სვანური კოშკები და მაჩუბები - მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თარიღდება მე-9 მე-12 საუკუნით
update: ჩემს თვალში ამ ამბავში მთავარი დამნაშავე სახელმწიფოა ათობით სვანური სახლი და კოშკია ნახევრად დანგრეული, თითოეულ მათგანს რომ რესტავრაცია ჩაუტარდეს მოქალაქე ფიზიკურად ვეღარ შეძლებს საკუთარი ინიციატივით შეეხოს ძეგლებს“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ვიკა ფილფანი.