10XL - დემნა გვასალიას ახალი დიზაინი, რომელმაც საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა
Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ ბრენდის ახალი კოლექცია წარადგინა.
კოლექციიდან განსაკუთრებული ყურადღება ახალმა 10XL ბოტასმა მიიპყრო.
იმის მიუხედავად, რომ ბალენსიაგას გულშემატკივრები ბრენდს კარგად იცნობენ და მათგან ექსტრავაგანტული სამოსის შექმნას მიჩეულები არიან, მაინც გაოცებულები დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ ეს იყო არა მხოლოდ დემნას, არამედ Balenciaga-ს პირველი ფიზიკური ჩვენება ლოს-ანჯელესში.