თეგებით ძიება

შვიდი წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ბრალი მშობლებს წაუყენეს - რა მოხდა ლატვიაში?

1 დეკემბერს ლატვიის საზოგადოებრივი მედიის (LSM -Latvijas Sabiedriskie Mediji) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვიდი წლის იუსტინა რეინიკოვას მკვლელობის საქმეზე პროკურორმა ბავშვის მამას და დედინაცვალს ოფიციალურად წაუყენა ბრალი. მათ ბავშვის მიმართ სისასტიკესა და ძალადობრივ მოპყრობაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენაში ადანაშაულებენ.

ამჟამად ორივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის დამატებითი კომენტარი არ კეთდება.

საქმის გამოძიება მაისში დაიწყო, როდესაც მამამ და დედინაცვალმა სამართალდამცავებს შვიდი წლის ბავშვის გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს.

როგორც იმ პერიოდში LSM იტყობინებოდა, რეზეკნეს რაიონში ჩატარდა ფართომასშტაბიანი ჩხრეკა ათობით მოხალისის, ასევე პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით. ჩხრეკას რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია, 20 ივნისს კი პოლიციამ გამოაცხადა, რომ ერთ-ერთი მიტოვებული სახლის სარდაფში დაკრძალული იუსტინას გვამი აღმოაჩინა, რომელსაც აშკარა დაზიანებები აღენიშნებოდა.

იმავდროულად, იუსტინას მამა და დედინაცვალი, ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, დაუყოვნებლივ დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შუფარდეს. მათ გოგონას გარდაცვალებაში თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნეს, განზრახ მკვლელობა კი უარყვეს.

1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა