თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლიციელი დაჭრეს
თბილისში პოლიციელი დაჭრეს. სისხლიანი გარჩევა ცოტა ხნის წინ ზაებრიუკენის მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ტვ პირველის ინფორმაციით, სამართალდამცველის გარდა დანით დაჭრილია ერთი სამოქალაქო პირიც. დაშავებულები სასწრაფოს ალადაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავაპირველად ადგილზე დაპირისპირება რამდენიმე ახალგაზრას შორის იყო, რომლებთანაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მივიდა და ვიტარების განმუხტვას შეეცადა. სორედ ამ დროს დაჭრა ის კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ ცივი იარაღით.
სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. იკითხებიან მოწმეები და ეძებენ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს.
არსებული ინფრომაციით, პოლიციამ კონფლიქტში მონაწილე 1 პირი დააკავა.