დაჭრილი პოლიციელი გამოძახებაზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია
თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გამოძახებაზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაჭრილი სამართალდამცველი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.