თეგებით ძიება

4 დეკემბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია „თელასის“ განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 4 დეკემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, შანდორ პეტეფის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის და ძეგლევის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, ჩანტლაძის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, ქობელაშვილის და წულაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუკიანის, შარტავას, შორსის, ხვიჩიას, ბახტრიონის, კოსტავას, სულაკაურის, იოსებიძის, საბურთალოს და ბროლოსანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ფატმანის და ნინო ნაკაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტალის, ნუცუბიძის, შარტავას, შორსის, ხვიჩიას, ცინცაძის და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის, შავთელის, ავლევის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის, ნიშნიანიძის, დიუმას, ვერცხლის, გრიშაშვილის, სოღანლუღის, ხარფუხის და ხონელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV კვარტალების და მამკოდის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა