თეგებით ძიება
04. 12. 2023 ვიდეო

ვინ არის პირი, რომელიც თბილიში პოლიციელისა და კიდევ ერთი ადამიანის დაჭრისთვის დააკავეს? (ციდეო)

ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს - ის 39 წლის ნოდარ ვაშაკიძეა.

ირკვევა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მასსა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრულდა. ჩვენი ინფორმაციით, 38 წლის ანჯაფარიძეს გულმკერდის არეში 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ვაშაკიძემ დაჭრა პოლიციის თანამშრომელიც, რომელიც გამოძახებაზე მოვიდა და დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა. 

დაჭრილი პოლიციის თანამშრომელი და ანჯაფარიძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრალდებული პოლიციამ ადგილზე დააკავა და არსებული ინფორმაციით, მას მიმალვა არ უცდია. შეგახსენებთ, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა