თეგებით ძიება

"თოვლი და წვიმა..." - საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, რომ 5 დეკემბრიდან, საქართველოში ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ მან პრაიმტაიმთან“ განაცხადა.

"ხვალ, 5 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება. მაღალმთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა იკლებს და 11 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალაც უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა 6-7დან იკლებს. 

თბილისში, 5 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, 6-7 დეკემბერს კი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, წვიმა იქნება. 11-13 გრადუსია მოსალოდნელი“, - ამბობს სვეტლანა ნიორაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა