თეგებით ძიება

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა გრძელდება, 13 მაღარო ამ დრომდე პარალიზებულია

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა გრძელდება - 13 მაღარო ამ დრომდე პარალიზებულია, გაფიცულები და დამსაქმებელი კომპანია შეთანხმებას ისევ ვერ აღწევენ.

მაღაროელები მეოთხე დღეა, ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ, დასაქმებულების სურვილია 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა - ეს თვეში მხოლოდ 15 დღეს მუშაობას გულისხმობს. თანამშრომლების თქმით, ამ რეჟიმს კომპანია ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა, თუმცა პირობა ამ დრომდე შესრულებული არ არის.

2 დეკემბერს გაფიცული მაღაროელების და კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა კომპანიის ოფისში გაიმართა და ის ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა - მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სამშაბათს, 5 დეკემბერს გაიმართება.

ჭიათურის მაღაროელები პროტესტის ნიშნად მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. 4 დღის წინ დარკვეთის თანამშრომლებმა დანაპირები 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი და შესაბამისი ანაზღაურება მოითხოვეს. ადმინისტრაცია მათ 12-საათიან მუშაობაში 155 ლარს ჰპირდება მაშინ, როდესაც დანარჩენ მაღაროებზე ანაზღაურება 164 ლარია.

დარკვეთის მაღაროელები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. მათ სოლიდარობა ჯორჯიან მანგანეზის ყველა მაღარომ გამოუცხადა. კომპანიის 1 700 დარკვეთის მაღაროელების მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვას აგრძელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა