თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
დასავლეთ თურქეთში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლის ევროპულ ნაწილში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სულ მცირე, სამი ბიძგი, ადგილობრივი დროით, 10:43 წუთზე მოხდა.
კატასტროფების მართვის სამსახურის სეისმოლოგების თქმით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,1 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ მუდანიას მახლობლად, ბურსას პროვინციაში, წყარო კი ხუთ კილომეტრზე ნაკლებ სიღრმეზე იყო.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ექსპერტებმა მიწისძვრის შემდეგ ზიანის შემოწმება უკვე დაიწყეს.