"სამი ახალგაზრდა დავკარგეთ, ძმები ბედოშვილები და მათი მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ" - რას ამბობს ადგილობრივი მცხეთა-მთიანეთის რაიონში მომხდარ ავარიაზე? (ფოტო)
მცხეთა-მთიანეთის რაიონში წუხელ მომხდარ უმძიმეს ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ჯერ ნაგვის ურნას დაეჯახა, შემდეგ ბორდიურს და შემდეგ კი ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა. მომხდარის შედეგად ავტომობილი აფეთქდა. სამივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ძმები, ტარიელ და გოჩა ბედოშვილები და მათი მეგობარი ლექსო ბუქური. ბედოშვილები ანანურიდან იყვნენ, ბუქური კი სოფელ ცივწყაროდან.
“ანანურში ტრაგედია ტრიალებს, სამი ახალგაზრდა დავკარგეთ, ძმები ბედოშვილები და მათი მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ. როგორც ამბობენ მანქანა გაზზე იყო და შეჯახების შედეგად აფეთქდა. ბიჭები მანქანაში დაიწვნენ” – ყვება ადგილობრივი.
ფოტოზე: ლექსო ბუქური და ტარიელ და გოჩა ბედოშვილები.