პოლიციელი რომ დააშავებს, ერთი ამბავია, როცა პოლიციელს დაუშავებენ, არასათანადოა გამოხმაურებაც და დაფასებაც - რას წერს მეზვრიშვილი პოლიციელის დაჭრაზე?
პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
გამოძახებაზე მისული 23 წლის პოლიციელის დაჭრამ ერთი ამბავი გამახსენა - თან ტრაგიკული და თან გმირული. 2008-2009 წელი იყო, მარჯანიშვილის მოედანზე ძარცვა მოხდა (ქალს ჩანთა გასტაცეს). ადგილზე შეესწრო ძველი თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა გამომძიებელი - გივი აფციაური და დაედევნა მძარცველს, რომელიც აღმოჩნდა დანით შეიარაღებული … გივი აფციაური დღეს ცოცხალი აღარაა.
ამ ყველაფერს რატომ ვწერ - პოლიციელი რომ დააშავებს, ერთი ამბავია (სამართლიანად), მაგრამ, როცა პოლიციელს დაუშავებენ (თან სიცოცხლის ფასად), არასათანადოა გამოხმაურებაც და დაფასებაც. ამ ხალხის სიცოცხლე რეალურად დევს სასწორზე ჩვენი უსაფრთხოებისთვის და სისტემაში ბევრი კეთილსინდისიერი პროფესიონალია - წერს ნათია მეზვრიშვილი.