თეგებით ძიება

„ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა აღსრულების ბიურომ და ამზადებენ საიდუმლო აუქციონს მის გასაყიდად“ - შალვა ნათელაშვილი (ვიდეო)

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახე წერს თუ როგორ დაყადაღდა მისი უძრავ-მოძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის პირადი განკარგულებით და როგორ ამზადებენ საიდუმლო აუქციონს მის გასაყიდად:

"ახლა ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის პირადი განკარგულებით ჩემი უძრავ--მოძრავი ქონება დააყადაღა აღსრულების ბიურომ და ამზადებენ საიდუმლო აუქციონს მის გასაყიდად. როგორც სჩანს პარტიის სანქცირებამ ოლიგარქს ვერ მისცა სასურველი შედეგი. ყველაფერზე დაწვრილებით ხვალ 15 საათზე ბრიფინგი."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, პოლიტიკოსმა ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა