თეგებით ძიება

დაძაბულობა ზელენსკისა და ზალუჟნის შორის - უკრაინის პრეზიდენტი ზოგიერთ მეთაურთან ზალუჟნის გვერდის ავლით განიხილავს საკითხებს: რას წერს უკრაინული გამოცემა?

Украинская правда-ს წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ზო­გი­ერთ მე­თა­ურ­თან მთა­ვარ­სარ­დლის, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის გვერ­დის ავ­ლით სა­უბ­რობს. ეს სი­ტუ­ა­ცია კი ზა­ლუ­ჟ­ნის ხელს უშ­ლის, რომ მთლი­ა­ნი ჯარი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად მარ­თოს.

რას ჰყვე­ბა წყა­რო, რო­მე­ლიც ზა­ლუ­ჟ­ნის ახლო წრი­დან არის?

"თით­ქოს, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ზე­ლენ­სკის აზ­რით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ორი კა­ტე­გო­რი­აა - "კარ­გე­ბი“, რომ­ლებ­საც სირსკი და მისი ფა­ვო­რი­ტე­ბი მარ­თა­ვენ და "ცუ­დე­ბი“, რომ­ლე­ბიც ზა­ლუ­ჟ­ნის ემორ­ჩი­ლე­ბი­ან. ეს გა­რე­მო­ე­ბა მთა­ვარ­სარ­დლის დე­მო­ტი­ვა­ცი­ას იწ­ვევს და ჯა­რის მარ­თვა­ში ხელს უშ­ლის“, - ამ­ბობს წყა­რო.

გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ზე­ლენ­სკიმ ფაქ­ტობ­რი­ვად, სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ნა­ყო­ფებ­თან ზა­ლუ­ჟ­ნის გვერ­დის ავ­ლით და­ამ­ყა­რა კავ­ში­რი.

მა­გა­ლი­თად, ის ქვე­ით­თა არ­მი­ის მე­თა­ურ­თან ალექ­სან­დრ სირსკის­თან და სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­თან ნი­კო­ლაი ოლე­შუკ­თან ასე, ანუ ზა­ლუ­ჟ­ნის გვერ­დის ავ­ლით კონ­ტაქ­ტობს.

მსგავ­სი სა­ხის კონ­ტაქ­ტი პრე­ზი­დენ­ტის­თვის საქ­მეს ამარ­ტი­ვებს, სა­მა­გი­ე­როდ, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის ხელს უშ­ლის. ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წილს ის შემ­თხვე­ვით, ან სა­ერ­თოდ ვერ იგებს ხოლ­მე.

ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტი კო­მის­რე­ბის გა­რი­ცხვას მოჰ­ყვა. Украинская Правда-ს გა­მო­ძი­ე­ბამ ის კო­მის­რე­ბი ამ­ხი­ლა, რომ­ლე­ბიც ომის პე­რი­ოდ­ში მდიდ­რდე­ბოდ­ნენ, ზე­ლენ­სკიმ ყვე­ლა სა­ოლ­ქო კო­მის­რის გა­რი­ცხვა და მათი ქო­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი სუ­ხა­ჩე­ვი მო­ვი­და თათ­ბირ­ზე და და­ი­წყო ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბა, რო­გორ გა­რი­ცხეს კო­მის­რე­ბი. ამის შემ­დეგ სი­ტყვა ზა­ლუ­ჟ­ნის გა­დას­ცეს, რო­მელ­მაც ტაქ­ტი­ა­ნი მი­ნიშ­ნე­ბა გა­ა­კე­თა: "მად­ლო­ბას ვუხ­დი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, კო­რუფ­ცი­ის თემა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე მინ­და გა­ვაჟ­ღე­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბი“, - თქვა ზა­ლუ­ჟ­ნიმ

"მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი ყვე­ლა ოლ­ქის მი­ხედ­ვით მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა იყო,“ - ანო­ნი­მუ­რო­ბის პი­რო­ბით ჰყვე­ბა შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე.

გა­მო­დის, რომ რაც პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბით სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩან­და, სამ­ხედ­რო გად­მო­სა­ხე­დით სირ­თუ­ლე­ე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

ასე­თი ეფექ­ტი აქვს სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­საც, მა­გა­ლი­თად, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­უშ­ვეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი ხო­რენ­კო, მე­დძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი, ოს­ტა­შენ­კო. ყვე­ლა ეს მე­თა­უ­რი ზა­ლუ­ჟ­ნის ორ­ბი­ტი­და­ნაა და მათი გა­რი­ცხვა სა­მე­თა­უ­რო ვერ­ტი­კალ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას იწ­ვევს.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ზა­ლუ­ჟ­ნი­სა და ზე­ლენ­სკის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვის და­წყე­ბის მო­მენ­ტი­დან.

წყარო: ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა