თეგებით ძიება
05. 12. 2023 მსოფლიო

სიძემ ქორწილში პატარძალი და სამი ადამიანი მოკლა - სად მოხდა შემთხვევა?

ტაილანდში პარა ათლეტმა, ყოფილმა სამხედრომ თავის ქორწილში პატარძალი და სამი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

29 წლის ჩატურონგ სუკსული და 44 წლის კანჩანა პაჩუნტუეკი ტაილანდში რამდენიმე დღის წინ დაქორწინდნენ. თვითმხილველების თქმით, სიძემ ქორწილი დატოვა, რის შემდეგაც იარაღით დაბრუნდა, თავის ცოლს, 62 წლის სიდედრსა და 38 წლის ცოლის დას ესროლა.

მის მიერ გასროლილი რამდენიმე ბრმა ტყვია კი ქორწილის ორ სტუმარს მოხვდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი დაიღუპა.

როგორც პოლიციამ BBC-ს განუცხადა, 29 წლის ჩატურონგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარის მოტივი უცნობია. მათივე თქმით, მამაკაცმა იარაღი ერთი წლის წინ შეიძინა.

ქორწილის სტუმრების თქმით, წყვილს ქორწილში უთანხმოება მოუვიდა. მათი ინფორმაციით, ჩატურონგს ცოლთან ასაკობრივი სხვაობა აწუხებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქორწილამდე წყვილი ერთად 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა