თეგებით ძიება

მილიარდერთა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა - UBS

მილიარდერების რაოდენობა და საერთო სიმდიდრე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიულ ბანკ UBS-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მილიარდერების რიცხვი 7%-ით, 2,376-იდან 2,544-მდე გაიზარდა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 9%-ით გაიზარდა და 12 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველად, მას შემდეგ რაც UBS-ს კვლევა დაიწყო 2015 წელს, მილიარდერებმა მემკვიდრეობით უფრო მეტი სიმდიდრე მიიღეს, ვიდრე საკუთარი ბიზნესსაქმიანობით შეაგროვეს.

„თაობებს შორის სიმდიდრის გადაცემა იმპულსს იძენს. ეს არის თემა, რომელსაც ველით, რომ უფრო ხშირად ვიხილავთ მომდევნო 20 წლის განმავლობაში, რადგან 1000-ზე მეტი მილიარდერი დაახლოებით $5,2 ტრილიონს გადასცემს შვილებს" - თქვა ბენჯამინ კავალიმ, UBS Global Wealth Management-ის სტრატეგიული კლიენტების ხელმძღვანელმა.

UBS-მა დააზუსტა, რომ გასული წლის განმავლობაში 53 მემკვიდრემ ჯამში $150,8 მილიარდი მემკვიდრეობით მიიღო და გადააჭარბა $140,7 მილიარდს, "84 ახალი თვითშემდგარი მილიარდერის" შემოსავალს.

წაყრო - bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა