თეგებით ძიება

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

ვრცელდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილი.

„ქართულ საოპერო სცენას მრავალი ღირსეული და, მართლაც, გამორჩეული მომღერალი ჰყავდა და ჰყავს.

ქ-ნი მედეა ამირანაშვილი, მამასთან და ქ-ნ ცისანა ტატიშვილთან ერთად, ამ სივრცის მშვენებად და დიდებად იქცნენ.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ისიც, რომ ქ-ნი მედეა ღვთისგან დაჯილდოებული იყო სიკეთით, უშურველობით, სხვისთვის სიხარულის მინიჭების უნარითა და პიროვნული სხვა ღირსებებით; და რაც მთავარია, იყო მორწმუნე, რაც არც არასდროს დაუმალავს.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ქ-ნ მედეას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა,“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა