იმდენი ამეცადინეს მასწავლებლები, მენტორებიო ,წამყვანებიო, 6 პუნქტით ჩამოვქვეითდით.. ვკარგავთ თაობებს, კითხვა და აზრის გამოტანა აღარ შეუძლიათ!!! - ელისაბედ ბადაშვილი
მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამამ (PISA) 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. აი ამას ქვია რეფორმა და ეს არის სტატუსებზე ნადირობის შედეგი! - ასე გამოეხმაურა კვლევის შედეგებს სკოლის ლიდერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ელისაბედ ბადაშვილი.
2022 წლის PISA -ს კვლევა დაიდო. იმდენი ამეცადინეს მასწავლებლები, მენტორებიო ,წამყვანებიო, უფროსებზე აღარაფერს ვამბობ, 2018 წლიდან 4 წელიწადში 6 პუნქტით ჩამოვქვეითდით, საპატიო 374-ე ადგილს ვიყოფთ გვატემალასთან და მონღოლეთი ჩვენზე წინაა!!!!!!!!
აი ამას ქვია რეფორმა და ეს არის სტატუსებზე ნადირობის შედეგი!
განათლების და მეცნიერების სამინისტრო შემომაქვს წინადადება
მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრი -მა შეისწავლოს მენტორი და წამყვანი მასწავლებლების მუშაობა. ასრულებენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს, ასრულებენ თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და რაც მთავარია - რა ხარისხით!
სტატუსის ფუნქციების შესრულება ზოგადად რა შედეგს იძლევა, თუნდაც ზუსტად იყოს შესრულებული, ეს კიდევ სხვა საკითხია....
ეს საკითხები პირდაპირ მიბმულია დანამატებზე.
წესით და კანონით საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობაა, მასწავლებლების მუშაობაზე დაკვირვება და ხელშეკრულების შესრულებაზე მონიტორინგი. ვინაიდან ამ ეტაპზე დირექტორები ვერ/არ ასრულებენ ამ მოვალეობას, საჭიორა დახმარება. თან თუ არჩეული, პროფესიონალი დირექტორი არაა, ვერავინ გაბედავს ობიექტური შედეგის დადებას.
მოიძიეთ ინფორმაცია რომელიმე სკოლის დირექტორმა თუ გამოიყენა მინისტრის 2020 წლის 30 ივნისი ბრძანება №69/ნ მუხლი 11/1 პუნქტი 5.
- "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (რაც წერილობით დასაბუთებული უნდა იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ), ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთან/სპეციალურ მასწავლებელთან გაფორმდეს შედარებით დაბალი სტატუსის მქონე მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება".
არცერთი ასეთი ფაქტი არ იარსებებს ბუნებაში!!!
აღარ არის ფერების დრო..... ვკარგავთ თაობებს, კითხვა და აზრის გამოტანა აღარ შეუძლიათ!!! - წერს ბადაშვილი.