თეგებით ძიება

კანონპროექტი მოითხოვს, "ბებიაქალის" წოდება გენდერულად ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლდეს

დღეს, 2023 წლის 5 დეკემბერს, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

პარლამენტის ცნობით, კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითად არსს წარმოადგენს, კანონით დამკვიდრდეს ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი — მეანი-ექთანი.

საკანონმდებლო ცვლილება მოითხოვს, წოდება "ბებიაქალი" ჩანაცვლდეს "მეანი-ექთნით" და ადგენს პროფესიული საქმიანობის განვითარებისა და რეგულირების წესებს:

ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაციისა და სერტიფიცირებისათვის შეიქმნება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი.

რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა.

ხოლო საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის და მეანი-ექთნის წოდების მოპოვებისთვის სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება 2030 წლის 1 იანვრიდან ექნებათ.

მომხსენებლის განცხადებით, კანონის სრულად ამოქმედებისათვის კანონპროექტით გაწერილი ვადები ოპტიმალურია და იმედოვნებენ, რომ პროცესები არ შეფერხდება და ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაცია განსაზღვრულ ვადებში დაიწყება.

წყარო:on.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა