თეგებით ძიება

"ძალიან დავიღალე ამ ყ**ქალას მოსმენით, სახალხოდ გაფრთხილებ, არასდროს გაბედო მამაჩემზე რამე თქვა, თავი ვინ გგონია, გოგო“ - ლენუკა ყიფშიძე ნანუკა ჟორჟოლიანს

მსახიობი, ლენუკა ყიფშიძე ინსტაგრამზე ტელეწამყვან, ნანუკა ჟორჟოლიანს აფრთხილებს და საჯაროდ მიმართავს.

ვიდეო, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი ზურა ყიფშიძეზე კრიტიკულ ჭრილში საუბრობს, ლენუკა ასე გამოეხმაურა:

„დიდი ხანია ვითმენ და ძალიან დავიღალე ამ ყ**ქალას მოსმენით და მამაჩემის ლანძღვით. ნანუკა, ცოტა აზრზე მოდი და ოდნავ მაინც გრცხვენოდეს მამაჩემზე სანამ გადაბრუნებულ რამეს იტყოდე, საჯაროდ საუბრობ ისეთ რამეზე, რაც არ იცი და სრულად არ გინახავს გადაცემა, აზრი მერე გამოიტანე ასე ჯობია შენთვის. შენ საერთოდ იცნობ რა ადამიანია მამაჩემი? ყველა ვინც რამე გადაბრუნებულს იტყვის მამაჩემზე, პირში წყალი გამოივლეთ. ადამიანი გადამკვდარია ოჯახზე, მეგობრებზე და საერთოდ რატომ აძლევ თავს უფლებას მამაჩემზე ასე ისაუბრო? ნუ შეე*ით ამ კაცს, სახალხოდ გაფრთხილებ, არასდროს გაბედო მამაჩემზე რამე თქვა, გამოგჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგონია.

აი, საერთოდ ამ ქალბატონს რატომ აძლევთ უფლებას და ბედავს მამაჩემზე ასე ისაუბროს, რატომ არ გაუშვა ბოლომდე გადაცემა, რაც თვითონ აწყობდა ის თქვა მხოლოდ, წავიდა მიშა-გრიშა, ახალი თაობა მოდის და მივცეთ გასაქანი“, - წერს ლენუკა ყიფშიძე.

შეგახსენებთ, 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძე გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გა­და­ცე­მას “უც­ნო­ბის კი­დო­ბა­ნი“ სტუმ­რობ­და, სა­დაც მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა.

"მა­პა­ტი­ეთ და ძა­ლი­ან ცუდ რა­მე­ებს ვი­ტყვი, რა… რომ შე­მო­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ, ცოლი გა­ე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნათ, შვი­ლი მო­ეკ­ლათ, ცო­ლის თვალ­წინ გა­ვე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნე… ერთი გიჟი რო­გორ ვერ გა­მოჩ­ნდა, კე­ნე­დი “დაბ­რი­დეს”… მე იმას კი არ ვი­ძა­ხი, არი­ქა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და მიშა რომ მო­ეკ­ლათ, უბ­რა­ლოდ, ვერ­ცერ­თმა გამ­წა­რე­ბულ­მა ვერ გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი.“ - ამ­ბობს ზურა ყიფ­ში­ძე.

მსა­ხი­ო­ბის ამ გან­ცხა­დე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ნუ­კა სა­კუ­თარ გა­და­ცე­მა­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"სამ­წუ­ხა­როდ, უმ­ძი­მე­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ზურა ყიფ­ში­ძემ… ეს ვინ­მე პო­ტენ­ცი­უ­რი ან არ­შემ­დგა­რი ტე­რო­რის­ტის მო­საზ­რე­ბა არ გე­გო­ნოთ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბის, ზურა ყიფ­ში­ძის სი­ტყვე­ბია, ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, სამ­შობ­ლო საჭ­მელ­ზე და სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ზე ბევ­რად მეტი ღირს, სამ­შობ­ლო შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნის და პრე­ზი­დენ­ტის დაბ­რედ­ვა კი­ნოს გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი არ არის…“ - ამ­ბობს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძემ სა­კუ­თარ სტა­ტუს­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა