თეგებით ძიება

"გაფრენილი მანქანა ბორდიურზე მდგარ ჩემს შვილს დაეჯახა... 5 თვეა კომაშია" - უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებულ კურიერ გოგონას დახმარება ესაჭიროება

"გაფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნა ბორ­დი­ურ­ზე მდგარ ჩემს შვილს შე­ე­ჯა­ხა, ბავ­შვი გა­ის­რო­ლა, მისი მო­პე­დი კი იქ მდგარ მან­ქა­ნის ქვეშ შე­ტე­ნა" - ამბობს მაია ნა­დი­რაშ­ვი­ლი იმ უბე­დუ­რი ავა­რი­ის დე­ტა­ლებს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მისი 20 წლის შვი­ლი, მა­რი­ამ ჩა­ჩა­ნი­ძე უკვე 5 თვეა, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მა­რი­ამს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ბა.

"გაფრენილი მანქანა ბორდიურზე მდგარ ჩემს შვილს დაეჯახა... 5 თვეა კომაშია" - უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებულ კურიერ გოგონას დახმარება ესაჭიროება

"გაფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნა ბორ­დი­ურ­ზე მდგარ ჩემს შვილს შე­ე­ჯა­ხა, ბავ­შვი გა­ის­რო­ლა, მისი მო­პე­დი კი იქ მდგარ მან­ქა­ნის ქვეშ შე­ტე­ნა" - გვი­ამ­ბობს მაია ნა­დი­რაშ­ვი­ლი იმ უბე­დუ­რი ავა­რი­ის დე­ტა­ლებს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მისი 20 წლის შვი­ლი, მა­რი­ამ ჩა­ჩა­ნი­ძე უკვე 5 თვეა, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მა­რი­ამს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ბა.

მაია ნა­დი­რაშ­ვი­ლი: 6 ივ­ნი­სის სა­ღა­მო იყო, ჯერ კი­დევ სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­მი­რე­კეს, შენი შვი­ლი ავა­რა­ში მოჰ­ყვა. თა­ვი­დან მე­გო­ნა, უბ­რა­ლო ავა­რია იყო... მი­თხრეს რა­ტი­ა­ნის კლი­ნი­კა­ში ჰყავთ გა­დაყ­ვა­ნი­ლიო, გა­მო­ვიც­ვა­ლე და გა­ვი­ქე­ცი. გზი­დან რომ გა­დავ­რე­კე, უკვე გა­ვი­გე რომ მა­რი­ა­მი კო­მა­ში იყო... დღეს 5 თვე გახ­და, რაც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. თა­ვი­დან, 24-ე დღეს კონ­ტაქ­ტში შე­მო­ვი­და, მაგ­რამ მერე შუნ­ტი­რე­ბა დას­ჭირ­და. თავ­ში შუნ­ტი რომ ჩა­უდ­გეს, ამის შემ­დეგ მე­ნინ­გი­ტი და­ე­მარ­თა, ნა­წო­ლე­ბი გა­უჩ­ნდა, მერე შუნტმა გა­ჭე­და და კი­დევ ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ამის შემ­დეგ, ისევ მე­ნინ­გიტ­მა გა­უ­მე­ო­რა. ამ წუ­თას უკონ­ტაქ­ტოა. მცი­რე რე­აქ­ცი­ე­ბი კი აქვს, ან რომ გა­და­აბ­რუ­ნებ, ან თავ­ზე შე­ე­ხე­ბი, ტი­რილს იწყებს.

- ეს ხომ კარ­გია, ტკი­ვილს რომ გრძნობს, იმას ვგუ­ლის­ხმობ...

- რა თქმა უნდა. ნე­ი­რო­ქი­რურ­გიც ამ­ბობს, კარ­გია რომ მგრძნო­ბე­ლო­ბა აქ­ვსო.

- 6 ივ­ნისს და­ვუბ­რუნ­დეთ, რა და რო­გორ მოხ­და?

- ჩემი გოგო ვოლ­ტის კუ­რი­ე­რი იყო, მო­პე­დით მოძ­რა­ობ­და. ქსნის ქუ­ჩა­ზე ავა­რია მომ­ხდა­რი­ყო და ხალ­ხი შეგ­რო­ვი­ლიყ­ვნენ, მა­რი­ა­მიც გა­ჩე­რე­ბუ­ლა, იქვე ბორ­დი­ურ­ზე, უყუ­რებ­და, თუ რა მოხ­და. ამ დროს ვი­ღაც ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ვარ­დნი­ლია, არ ვიცი ჩქა­რა მოძ­რა­ობ­და, წინ არ იყუ­რე­ბო­და თუ რა მოხ­და, რომ მიმხვდა­რა რომ გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნებს ეჯა­ხე­ბო­და, აუქ­ცე­ვია და ბორ­დი­უ­რის­კენ აუ­ღია საჭე, მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, რომ და­ე­მუხ­რუ­ჭე­ბი­ნა, არე­ვია და მუხ­რუ­ჭის მა­გივ­რად გა­ზის­თვის მი­უ­ჭე­რია ფეხი... ეს გაფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნა ბორ­დი­ურ­ზე მდგარ ჩემს შვილს შე­ე­ჯა­ხა, ბავ­შვი გა­ის­რო­ლა და მისი მო­პე­დი კი იქ მდგარ მან­ქა­ნის ქვეშ შე­ტე­ნა. მა­რი­ამს ჩა­ფხუ­ტი ეფა­რა და ისე­თი ძლი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბა იყო რომ ჩა­ფხუ­ტიც გა­უძ­ვრია. ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს... უც­ბად მომ­ხდა რე­ა­გი­რე­ბა, სას­წრა­ფო გა­მო­ძა­ხე­ბი­დან 3 წუთ­ში მი­სუ­ლა ად­გილ­ზე.

- ექი­მე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

- ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, მა­რი­ა­მი ვე­გე­ტა­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ანუ მცე­ნა­რე­სა­ვით არი­სო... ვი­კი­თხეთ და ნე­ი­რო რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგ­მა გვი­თხრა, რომ ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­მო­სუ­ლან მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ამი­ტომ მე მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე უნდა ვიზ­რუ­ნო და ვიბ­რძო­ლო, მა­ნამ პირ­ში სული მიდ­გას. 5 თვეა ვბრძო­ლობ და არც დავ­ყრი ფარ-ხმალს. ახლა ვა­პი­რებ, სახ­ლში გად­მო­ვიყ­ვა­ნო მა­რი­ა­მი. ამის­თვის უნდა ვიზ­რუ­ნო და შე­ვი­ძი­ნო სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­წო­ლი, სა­ნა­ცი­ას აპა­რა­ტი, ჟანგბა­დის აპა­რა­ტი და ნა­წო­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლე­ი­ბი, უნდა ავუყ­ვა­ნო ექთ­ნე­ბი. ეს დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მო­ვაძ­ლი­ე­რებ და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში მინ­და მო­ვა­თავ­სო, სად ან რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მა­გას მერე გან­ვსა­ზღრავთ, ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია..

- მი­ამ­ბეთ მა­რი­ა­მზე...

- მა­რი­ა­მი 20 წლი­საა. მშრო­მე­ლი და დე­და­ზე მზრუნ­ვე­ლი გოგო. უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, თბი­ლი და ჰუ­მა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნია. სულ სხვის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და. მე ვფიქ­რობ, ქსნის ქუ­ჩა­ზეც იმი­ტომ გა­ჩერ­და, ვინ­მეს რომ მიხ­მა­რე­ბო­და. ძა­ლი­ან კე­თი­ლი და ალა­ლია. მო­პე­დი იმ­დე­ნად არ უყ­ვარ­და, რამ­დე­ნა­დაც გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და. სტუ­დენ­ტია, სწავ­ლა შე­ა­ჩე­რა და კო­ლე­ჯში უნ­დო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. IT სპე­ცი­ა­ლო­ბას ეუფ­ლე­ბო­და. უნ­დო­და პრო­ფე­სია მალე აეთ­ვი­სე­ბი­ნა. მო­პე­დის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა და პრო­ფე­სი­ით ემუ­შა­ვა. მში­შა­რაა და ემო­ცი­უ­რი ბავ­შვია და მო­პე­დი უბ­რა­ლოდ შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყო მის­თვის.პირ­ვე­ლად კონ­ტაქ­ტზე რო­დე­საც გა­მო­ვი­და, მისი ხელი მე­ჭი­რა ხელ­ში. რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი უც­ბათ თითი გა­ან­ძრია. ვი­ფიქ­რე ხომ არ მეჩ­ვე­ნე­ბა მეთ­ქი და ვუ­თხა­რი, დე­დი­კო, თუ ჩემი ხმა გეს­მის, ხელი მო­მი­ჭი­რე მეთ­ქი, - კი­დევ გა­ან­ძრია თითი. იცი რომ დე­და­შე­ნი ვარ მეთ­ქი? - კიო, და­მე­თან­ხმა.მჯე­რა, ჩემი შვი­ლი კი­დევ ბევ­რჯერ ჩა­მე­ხუ­ტე­ბა, მო­მე­ფე­რე­ბა და მე­ტყვის თუ რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ. და­სა­ხულ გეგ­მებ­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. მე ვიბ­რძო­ლებ რომ ეს დღე მალე დად­გეს. ყვე­ლას ვთხოვ გვერ­დში და­უდ­გეს ჩემ შვილს.

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE23BG0000000807567300

მიმ­ღე­ბი: მაია ნა­დი­რაშ­ვი­ლი

თი­ბი­სი ბან­კი: GE96TB7405145061100046

წყარო - ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა