თეგებით ძიება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ - კახა კალაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ - არსებობს შიდაპარტიული ბრძოლები სკამისთვის, არ ვიცი, რა ვერ გაინაწილეს და რა ვერ გაიყვეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრების მხრიდან პარტიის დატოვების პროცესი გაგრძელდება.

„ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ. რომ გითხრათ, დიდად მაღელვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, არ ვიქნები მართალი, მოგატყუებთ. არც ვფიქრობ მაგაზე, თუ რა პროცესები მიდის. ერთი ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება, არსებობს შიდაპარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის, ვერ გაინაწილეს და ვერ გაიყვეს, თუმცა არ ვიცი, რა ვერ გაინაწილეს და რა ვერ გაიყვეს.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ პარტიაზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული.

რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად იქნება, როგორ იქნება მე ვფიქრობ, არც მე და საზოგადოების დიდ ნაწილსაც დიდად არ აინტერესებს,“ - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა