„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბოლო 24 საათში 73 ადამიანი დაიღუპა
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზას ცენტრალურ ნაწილში 73 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ დღეს ღაზას ცენტრში მდებარე ალ-აქსას საავადმყოფოში 123 დაშავებული შეიყვანეს.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, შეერთებული შტატების ზეწოლის მიუხედავად ღაზაში ისრაელის ძალები მთელი ძალით მიიწევენ წინ.
ინფორმაციისთვის, 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს თავს მოულოდნელად დაესხა, 1200 ადამიანი მოკლა და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა.