თეგებით ძიება

„თუ თქვენს გარშემო არიან ფოტოგრაფები, გთხოვთ, აჩვენეთ ეს ფოტოები, იქნებ იცნონ კადრები“ - თბილისის ომის უცნობი ფოტოების ავტორს ეძებენ

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გაბრიელ ჩუბინიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ბაზრობაზე გადავაწყდი ადამიანს ვინც ყიდდა ასამდე ფირის ნეგატივს. ნეგატივების ზედაპირული დათვალიერების შედეგად, აღმოვაჩინე, რომ მე ვუყურებდი არამხოლოდ 1980იანი წლების რიგითი კომუნისტური დღესასწაულების კადრებს, არამედ 1991-92 წლის თბილისის ომისას.

საკმაოდ სოლიდურ თანხად (ნუ ჩემთვის სოლიდურ) შევისყიდე მათი ნაწილი და დავასკანერე. 

ზედ მართლაც სამოქალაქო ომი აღმოჩნდა, თანაც აბსოლიტურად უცნობი (და ზოგან უნიკალური) კადრები. 

ფოტოებზე დაკვირდებით ჩანს, რომ თბილისის ომი სულ რამდენიმე საათის დასრულებულია. შენობებს ჯერ კიდევ ცეცხლი უკიდია, ხოლო მოსახლეობა კი ე.წ. კიტოვანის გამოფენის დასათვალიერებლად არის გასული.

სამწუხაროდ ფოტოგრაფის სახელი უცნობია, ვისგანაც ვიყიდე მან არ იცის თუ ვინ ჩააბარა მას ფირები. მეორეს მხრივ, ფოტოგრაფი აშკარად არ არის მოყვარული - ეს ჩანს თავად ფირებიდან, გადაღების ხარისხიდან და ხშირი დუბლირებებით. ვფიქრობ, ის გაზეთისთვის მუშაობდა.

მოკლედ აუცილებელია მისი პოვნა ხოლო თუ თქვენს გარშემო არიან ფოტოგრაფები, გთხოვთ, აჩვენეთ ეს ფოტოები, იქნებ იცნონ კადრები.

მადლობა Magnolia Film Lab - ის გუნდს, ვინებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს რომ ფოტოებს დღის შუქი ენახა.

პ.ს. ფბ-ს წესების გამო 80-ზე მეტი ფოტოს დადება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე დღეს ვდებ ფოტოების ნაწილს.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა