„რამხელა ძალა აქვს გაერთიანებულ ლოცვას!!!“ - თეა დარჩია სასიხარულო ინფორმაცია ავრცელებს
მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
„რამხელა ძალა აქვს გაერთიანებულ ლოცვას!!!… მადლობა ღმერთს, შეისმინა თქვენი, ყველას ვედრება დავითის გადარჩენისთვის. მან დღეს ხელი აამოძრავა.
და დედა სიდონია დარჩიას, დის კითხვაზე ესმის თუ არა მისი, თავი დააქნია.
გმადლობთ გულისხმიერებისთვის და ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის“, - წერს თეა დარჩია.
შეგახსენებთ, რომ თეა დარჩიას ძმა, დავით დარჩია ტაძრის ქვით შემოსვისას, გუმბათიდან ჩამოვარდა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო.