ცალ-ცალკე გაშვილებული ტყუპი ერთმანეთს შემთხვევით 30 წლის შემდეგ შეხვდა
ტყუპი დები, რომლებიც დაბადებისთანავე დააშორეს ერთმანეთს, 30 წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. კოლუმბიის უნივერსიტეტის აუდიტორიაში მოხდა, სადაც ორივე გოგონა სწავლის გასაგრძელებლად ჩაირიცხა.
„ლექტორმა აგვაყენა და გვთხოვა თითოეულს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე მოგვეთხრო. ერთი გოგონა ადგა და გვიამბო, რომ ნაშვილები იყო. შემდეგ ისეთი დეტალები ახსენა, რაც ჩემს პირად ცხოვრებას დაემთხვა. ვიცოდი, რომ სადღაც და მყავდა”, – აცხადებს ერთ-ერთი ტყუპისცალი, კეიტ ოსლენი.
მისი დის, ლიზი ვალვერდეს თქმით, კეიტმა უამრავი კითხვა დაუსვა შვილად აყვანის შესახებ. ეს ყველაფერი კი დანარჩენი სტუდენტების თვალწინ ხდებოდა, რომლებიც გაოგნებული უსმენდნენ გოგონებს.
კეიტმა დაიჭირა ვალვერდე გაკვეთილის შემდეგ და უთხრა, რომ ფიქრობდა, რომ ისინი შეიძლება სინამდვილეში დები იყვნენ. მათ მაშინვე დაიწყეს მათი ცხოვრების შესახებ დეტალების გაზიარება და ისტორიების შედარება. საბოლოოდ, ისინი მიხვდნენ, რომ ისინი მართლაც დები იყვნენ.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ერთი და ნიუ-ჯერსის შტატში გაიზარდა, მეორე კი – აიოვას შტატში. ორივე კოლუმბიის უნივერსიტეტში მოხვდა და ორივე ბავშვობიდან მწერლობაზე ოცნებობს.
გოგონების დედამ ქალიშვილები სხვადასხვა ოჯახებში გააშვილა. მას მძიმე წარსული ჰქონდა და ნარკოტიკების გამოც პოლიცია ხშირად დევნიდა.
„როცა მათზე ფეხმძიმედ ვიყავი, ქუჩაში ვცხოვრობდი. ძალიან მიყვარდა ისინი, მაგრამ მათ გასაზრდელად სიყვარული საკმარისი არ იყო. მინდოდა ყველაფერი ჰქონოდათ, მომავლის შანსი მინდოდა მიმეცა”, – ამბობს ლესლი პარკერი.
ამის მიუხედავად, დები მშობელ დედაზე არ ბრაზობენ. პირიქით, მოძებნეს და ნიუ-იორკში ჩაიყვანეს. მალე თავიანთ 3 ძმასაც შეხვდნენ.
წყარო: ttimes.ge