თეგებით ძიება
06. 12. 2023 მსოფლიო

ვიდრე პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება, ღაზა პალესტინის მთავრობის მმართველობაში არ გადავა - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ვიდრე პრემიერის თანამდებობაზეა, ღაზას სექტორი პალესტინის მთავრობის მმართველობაში არ გადავა.

„იქამდე, ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება. ვინც საკუთარ შვილებს ტერორს ასწავლის, ტერორს აფინანსებს და მხარს უჭერს ტერორისტების ოჯახებს, „ჰამასის“ განადგურების შემდეგ მათ [პალესტინელებს] არ შეუძლიათ, მართონ ღაზას სექტორი“, - წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა