ამოვიგდოთ თავიდან ხელისუფლებაში მეოთხედ დარჩენის პრეტენზიები - შალვა ნათელაშვილი „ოცნებას“
ამოვიგდოთ თავიდან ხელისუფლებაში მეოთხედ დარჩენის პრეტენზიები, ამას მოჰყვება ქარიშხალი, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„თუ „ქართულმა ოცნებამ“ და მათმა უფროსმა ოლიგარქმა კვლავ დაიწერა გამარჯვება, არჩევნების გაყალბების გზით, რასაც ამ წუთებში აპირებენ, მე შემიძლია მეგობრული რჩევა მივცე, ამას მოჰყვება ქარიშხალი. ამას არ აღიარებს მსოფლიო. განსხვავებით წინა პერიოდისგან, ოპოზიციას არ შემოიყვანენ პარლამენტში და იქნება უკვე სახალხო მღელვარების, აქციების, წინააღმდეგობის გზით რეჟიმის შეცვლა განუსაზღვრელი შედეგებით, რეჟიმის წარმომადგენლებისათვის. ამიტომ, ამოვიგდოთ თავიდან ხელისუფლებაში მეოთხედ დარჩენის პრეტენზიები, იმიტომ რომ ახლა თქვენს მიმართ მსოფლიოს აქვს ომი გამოცხადებული“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.