კახეთში 16 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა - დაკავებულია ერთი პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
"აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა - მხილების მიზნით", - ამბობს უწყება.