თეგებით ძიება

„ნაცმოძრაობის“ კასპის საკრებულოს ფრაქცია ექვსმა წევრმა დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობა პარტიას ტოვებს.

რაც შეეხება კასპის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, რვა დეპუტატიდან ფრაქცია ექვსმა დატოვა.

მათ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, პარტიის დატოვების მიზეზია ახალი მენეჯმენტის მიერ შეუსრულებელი დაპირებების ფონზე პარტიის დასუსტება.

გიორგი შარიფაშვილის განცხადებით, ისინი მანდატებს არ დატოვებენ და გააგრძელებენ ოპოზიციურ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით და  ახალი ფრაქციის სახელით ნიკა მელიას გუნდთან ერთად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა