აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში.- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფორუმზე – „ყარაბაღი: დაბრუნება სახლში 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა არ შემოიფარგლება ენერგეტიკით. ამ თანამშრომლობის დამსახურებით, ჩვენ შევძელით წარმოგვედგინა ჩვენი თავი, ანუ ორივე ქვეყანა, ერთიან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გუნდად ევროპაში.
ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მე ვუსურვებ ქართველ მეგობრებს წარმატებას ამ წამოწყებაში და ვულოცავ საქართველოს სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“