თეგებით ძიება

უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელიც შვილს სისტემატურად აუპატიურებდა, ცოლს კი მის თვალწინ სცემდა

სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა.

ასევე, მის თვალწინ ფიზიკურად ძალადობდა ცოლზე და დაზარალებულს აიძულებდა, მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეეცვალა.

კაცს ბრალი წარუდგინეს რამდენიმე მუხლით — გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, გარყვნილი ქმედება თექსვმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და — დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის.

სასამართლომ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა