თეგებით ძიება
07. 12. 2023 მსოფლიო

აზერბაიჯანში, 7 თებერვალს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

სააგენტო APA-ს ს ინფორმაციით, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება ილჰამ ალიევმა გამოსცა.

კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევენ, ამიტომ მორიგი არჩევნები 2025 წელს უნდა გამართულიყო.

ილჰამ ალიევს, რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან მართავს, რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ბოლო არჩევნები ქვეყანაში 2018 წელს გაიმართა, როდესაც ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის თანამდებობა მეოთხედ დაიკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა