თეგებით ძიება
07. 12. 2023 მსოფლიო

ჩინეთის პრეზიდენტი ვიეტნამს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სი ძინპინის ვიზიტის დროს, მხარეები განიხილავენ, თუ როგორ განაახლონ ჩინეთ-ვიეტნამის ურთიერთობები, აქცენტს პოლიტიკურ უსაფრთხოებასა და პრაგმატულ თანამშრომლობაზე გააკეთებენ“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა აღნიშნა, რომ ჰანოიში სი ძინპინის ვიზიტი 12-13 დეკემბერს შედგება.

ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი ბოლოს ვიეტნამში 2017 წელს იმყოფებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა