თეგებით ძიება

ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ "სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად ცდება - ალუდა ღუდუშაური

ზუ­რა­ბიშ­ვილს თუ ჰგო­ნია, რომ "სა­დაც უნდა გა­თხა­როს, ყველ­გან შე­უძ­ლია გა­თხა­როს“, მაგ­რად შემ­ცდა­რა ეს ადა­მი­ა­ნი და მაგ­რად ცდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ "მო­ვა­ლეა“ და მის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებს.

"როცა პრე­ზი­დენ­ტის­თვის კონ­სტი­ტუ­ცია არა­ფერს ნიშ­ნავს, სა­ერ­თოდ ამ ქა­ლის­თვის არა­ნა­ი­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს და ამო­ვარ­დნი­ლია ყვე­ლაფ­რი­დან, მის სი­ტყვებს თუ და­ვე­სეს­ხე­ბით, მას რო­გორც უყ­ვარს (თქმა), მას თუ ჰგო­ნია, რომ "სა­დაც უნდა გა­თხა­როს, ყველ­გან შე­უძ­ლია გა­თხა­როს“, მაგ­რად შემ­ცდა­რა ეს ადა­მი­ა­ნი და მაგ­რად ცდე­ბა.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ხე­დავს მარ­ტი­ვად, რა მი­სი­აც აქვს დღეს მას. მისი მი­სი­აა ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლოვ­ნუ­რად ას­წი­ოს პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ამ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე სა­კუ­თა­რი თავი სა­დღაც მა­ინც და­ი­ნა­ხოს. ის ას­რუ­ლებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაკ­ვე­თას. მო­ვა­ლეა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი არი­ან და დღეს ფორ­მა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი ის არის სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მან­და­ტე­ბის წყა­ლო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა