თეგებით ძიება
07. 12. 2023 ვიდეო

ხელჩართული ჩხუბი საქართველოს თასის საფინალო სასტვენის შემდეგ - "საბურთალოს" და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ხელჩართული ჩხუბი საქართველოს თასის საფინალო სასტვენის შემდეგ - "საბურთალოს" და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

საქართველოს თასის ფინალში „საბურთალომ“ ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ორივე გუნდი აქტიურობდა. პირველ ტაიმში უპირატესობას ბათუმელები ფლობდნენ. უფრო მეტი მომენტი თბილისელებმა შექმნეს, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, „დინამო“ ინიციატივას ფლობდა, „საბურთალო“ კი სწრაფი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ორივე გუნდი ფრთხილობდა. ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდიოდა, რომ დამატებითი დრო დაინიშნებოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ჩადუნელმა შეცვლაზე შესულ სიხარულიძეს გადააწოდა და მან კვასხვაძის კარი დალაშქრა. ამის შემდეგ ბათუმელები შტურმზე გადავიდნენ. თავისი გუნდი მეკარე კუპატაძემ გადაარჩინა. მერე საჯარიმოში შესული ფაცაცია ო. მამაგეიშვილთან ბურთზე ბრძოლისას წაიქცა, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ვითარება დაიძაბა, დინამოელი ღუდუშაური გააძევეს და შეხვედრაც დასრულდა, თუმცა არ დასრულდა შეხლა-შემოხლა, მოედანზე გულშემატკივრები გადავიდნენ და ჩხუბი ტრიბუნაზეც დაიწყო.

დედაქალაქური კლუბი მესამედ დაეუფლა თასს და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა