თეგებით ძიება
07. 12. 2023 მსოფლიო

აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა 5-10 დღეში გაფორმდეს - სომხეთის პარლამენტის სპიკერი

სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი, თუ პროცესს აზერბაიჯანული მხარე არ გააჭიანურებს.

„ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია ხუთ ან ათ დღეში, სურვილის შემთხვევაში. ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი მეექვსე წინადადება, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. თუ აზერბაიჯანული მხარე არაფერს შეცვლის და ახალ წინადადებებს არ წარადგენს, რა თქმა უნდა, ის, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაფორმდეს“, - განაცხადა სიმონიანმა.

ცნობისათვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გუშინ ბაქოში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება საკმარისი არ იქნება ორ ქვეყანას შორის მორიგი ომის გამოსარიცხად.

„იმედი მაქვს, რომ შეთანხმების მიღწევას დიდი დრო არ დასჭირდება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება არ იძლევა მშვიდობის სრულ გარანტიას. ჩვენ ვიცით მრავალი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რომლებიც გაუქმდა და ვიცით ქვეყნების შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ ასეთი ხელშეკრულებების გარეშე“, - აღნიშნა ალიევმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა