თეგებით ძიება
07. 12. 2023 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ფიოდორ ვენისლავსკი გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ფიოდორ ვენისლავსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ 7 დეკემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენლის, ვენისლავსკის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ფიოდორ ვენისლავსკი, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის წევრია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა